ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური ოკუპირებულ ცხინვალთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ „ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლის გასწვრივ დაძაბულობის ზრდა და არაზუსტი განცხადებები სამხრეთ ოსეთის მხრიდან, სრულიად მიუღებელია. ევროკავშირი მოუწოდებს ყველა მხარეს, გამოიჩინონ მაქსიმალური თავშეკავება და თავი შეიკავონ ყველა შესაძლო ნაბიჯისა და განცხადებისგან, რომელიც სიტუაციის ესკალაციას გამოიწვევს. სასაზღვრო პუნქტები, რომლებიც დახურულია ადრეული სექტემბრიდან, დაუყოვნებლივ უნდა გაიხსნას.” – აღნიშნულია განცხადებაში.