ევროკავშირმა უკრაინის ფინანსური დახმარების სახით 50 მილიარდი ევროს გამოყოფა დაამტკიცა. ამის შესახებ განცხადება შარლ მიშელმა ცოტა ხნის წინ გააკეთა. მისი თქმით, კიევისთვის დამატებითი დაფინანსების გამოყოფას მხარი ევროკავშირის 27-მა წევრმა სახელმწიფომ დაუჭირა. მანამდე ცნობილი იყო, რომ უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს გამოყოფას უნგრეთის პრემიერი ეწინააღმდეგებოდა. სამიტის დაწყებამდე ევროპელი ლიდერები იმედს გამოთქვამდნენ, რომ დღევანდელ შეხვედრაზე უკრაინისთვის დამატებითი დახმარების გამოყოფა მოხერხდებოდა.