ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის თანამშრომლები ჩორჩანა/წნელისის რაიონში 24-საათიან რეჟიმში აკვირდებიან სიტუაციას. ოფიციალური განცხადების მიხედვით, უნებლიე ესკალაციის თავიდან ასაცილებლად, აქტიურად გამოიყენება ცხელი ხაზი. მისიის ხელმძღვანელმა პირადად მოინახულა აღნიშნული რაიონი სიტუაციის შესაფასებლად.