„დისკუსიამ დაადასტურა, რომ საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ბევრ საკვანძო რეფორმაში და ხაზი გაუსვა, რომ კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები, მედია, სამოქალაქო საზოგადოება და დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტები არის მნიშვნელოვანი ელემენტები თითოეული ქვეყნისთვის, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მიისწრაფვის.“- ამის შესახებ ნათქვამია ლუქსემბურგში გამართული ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალის შედეგების შესახებ ევროკავშირის საბჭოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ევროკავშირის საბჭოს განცხადებით, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებისა და ილია დარჩიაშვილის არაფორმალური მოლაპარაკებები ფოკუსირებული იყო საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე, დემოკრატიის განმტკიცების საჭიროებაზე. ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომის ფარგლებში, ილია დარჩიაშვილი დაესწრო შეხვედრას ევროკავშირის მაღალი რანგის წარმომადგენლებთან და წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან, რომელსაც ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელი ხელმძღვანელობდა. ასევე ილია დარჩიაშვილი გაფართოების საკითხებში ევროკომისარს, ოლივერ ვარჰეის შეხვდა.