12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულება და სპეციალური სამუშაო ჯგუფები – ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების მიზნით, მაომავალი კვირიდან საკანონმდებლო ორგანოში მუშაობა განახლდება. „ქართლ ოცნებაში“ ამბობენ, რომ შესაბამისი სამუშაო ჯგუფები შეხვედრებს გრაფიკის მიხედვით განაახლებენ და რეკომენდაციების შესასრულებლად შესაბამის საკანონმდებლო აქტებს დადგენილ ვადებში მიიღებენ. სამუშაო ჯგუფებში ჩართვისკენ, მმართველი გუნდი ოპოზიციას კიდევ ერთხელ მოუწოდებს.