ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების გეგმა

ერთობლივად შესასრულებელი სამუშაო – ეს იყო ევროპარლამენტარების მთავარი სათქმელი იმ თორმეტი რეკომენდაციის შესახებ, რომლის გაცემის შემდეგაც საქართველოს პირველად სტუმრობდნენ. შეხვდნენ ყველა მხარეს, მოისმინეს განსხვავებული პოზიციები, თუმცა, სათქმელი ყველასთვის ერთი ჰქონდათ – იმუშავეთ ერთად.

მმართველი პარტიის გეგმას გამიჯნულ ოპოზიციის დიდ ნაწილს პოზიცია არც ევროპული რჩევების შემდეგ შეუცვლია, თუმცა, გამოიკვეთა ისიც, რომ, შესაძლოა, ნაწილმა გადაწყვეტილება შეცვალოს. სამუშაო ჯგუფებში წარმომადგენელი ეყოლება საქართველოს პრეზიდენტსაც, არ არის გამორიცხული, სალომე ზურაბიშვილი მედიაციის პროცესში ჩაერთოს.

თამარ წიკლაური გასული კვირის მთავარი პოლიტიკური ამბის დეტალებით.