საქართველოს საკითხს განიხილავენ ბრიუსელში.
ევროკავშირის საბჭოს სამიტი გაიხსნა. როგორ უნდა გაგრძელდეს საქართველოსთან თანამშრომლობა უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის მიღების შემდეგ, რომელსაც თვეების განმავლობაში ევროკავშირის ლიდერები და წევრი ქვეყნები მწვავედ აკრიტიკებდნენ და მას ევროინტეგრაციის პროცესის შემაფერხებლად მიიჩნევენ – სწორედ ამ თემაზე იქნება სამიტზე სხვა საკითხებთან ერთად საუბარი. შეხვედრისადმი ინტერესს კიდევ უფრო ზრდის ის გარემოება, რომ წლის ბოლოს კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანა ევროკავშირთან წევრობაზე მოლაპარაკებების გახსნას ელოდება. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა სამიტის დღის წესრიგში საქართველოს თემის შეტანა ჯერ კიდევ მაშინ დააანონსა, როცა პარლამენტმა გახმაურებული კანონი მესამე მოსმენით მიიღო.
„მოამბე“ ბრიუსელშია, – სალომე ქოქიაშვილი დეტალებით.