ჩემი საახალწლო სურვილი ახდა და საქართველო 2024 წელს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსით ხვდება, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომლის კომენტარსაც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.
„ევროკავშირის ელჩად ყოფნის დროს არ შემხვედრია საქართველოს არცერთი მოქალაქე, ვისაც იგივე სურვილი არ ექნებოდა, ამიტომ, მოდით, შობა-ახალი წელი საქართველოს ამ ისტორიული მიღწევით აღვნიშნოთ. ბედნიერ შობა-ახალ წელს გისურვებთ!“, – ამბობს დიპლომატი.
ამასთან, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს ვიდეოს, სადაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები და EUforGeorgia-ს საკომუნიკაციო გუნდი საქართველოს მოქალაქეებს დამდეგ შობა-ახალ წელს ულოცავენ.