ახალგაზრდების დასაქმებისთვის და უმუშევრობის დონის შემცირებისთვის ევროკავშირი საქართველოს მთავრობას უკვე მეორე გრანტს აძლევს.
მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლების შემდეგ ამჯერად საუბარია რეგიონებში ახალი პროფესიული სასწავლებლების გახსნაზე და კურსდამთავრებულების გადამზადებაზე. თანხა გათვალისწინებულია იმ კვლევისთვისაც, რომელმაც ბაზარზე ყველაზე მოთხოვნადი პროფესიები უნდა გამოავლინოს. განსაკუთრებული აქცენტი კონკურენტუნარიანობის გაზრდაზე და ახალი სასწავლო კურსების შექმნაზე კეთდება.