განათლებისა და მეცნიერების განვითარების 2022-30 წლების სტრატეგიის შემუშავების პროცესის ეფექტიანად დაგეგმვის შესახებ იმსჯელეს წინანდალში. საკითხთან დაკავშირებით, ორდღიანი სემინარი გაიმართა. ღონისძიება განათლების სამინისტროს ორგანიზებითა და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში დაიგეგმა. სემინარს უწყებისა და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.