ევროკავშირის პრესსპიკერის განცხადება

ჩვენ იმედი გვაქვს, რომ შესაძლებელი გახდება საქართველოს მთავრობასთან სრულყოფილი თანამშრომლობის განახლება, თუ დაგეგმილი არჩევნები იქნება თავისუფალი, სამართლიანი, საერთაშორისო და ევროპული სტანდარტების შესაბამისად, – ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების პრესსპიკერმა განაცხადა. მისი თქმით, მათი მხარდაჭერა საქართველოს მიმართ ასევე მრავალმხრივია. „ჩვენ ვმუშაობდით პარტნიორებთან საქართველოში და საქართველოს მთავრობაში ბოლო დრომდე ძალიან ინტენსიურად სხვადასხვა საკითხზე, მაგრამ შემდეგ მოხდა დიდი განსხვავება საქართველოში. ეს მოხდა მაშინ, როდესაც ოფიციალურმა პირებმა დაიწყეს დეზინფორმაციის გამოყენება ევროკავშირის საწინააღმდეგოდ. სწორედ ამიტომ, საქართველოსთან ურთიერთობებმა განსხვავებული სახე მიიღო, რაც იყო კიდევაც რამდენჯერმე განხილული წელს ჩატარებულ საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოზე, ასევე, ევროკავშირის ლიდერების დონეზეც“ – განაცხადა სტანომ.