ევროკომისიის პრეზიდენტი ევროკავშირს ახალი მოწოდებით მიმართავს.
ურსულა ფონ დერ ლაიენი ორგანიზაციას მსოფლიოში ადამიანის უფლებების დარღვევაზე უფრო სწრაფი რეაგირებისკენ და სანქციების დაწესების პროცედურის შეცვლისკენ მოუწოდებს. იგულისხმება
სანქციების უფრო სწრაფად ამოქმედება.
ევროპარლამენტში შემაჯამებელი გამოსვლისას ევროკომისიის პრეზიდენტმა ერთსაათიანი სიტყვა ძირითადად ევროპული ბლოკის შიდა საკითხებს და პანდემიის შედეგად შექმნილ გამოწვევებს დაუთმო. თუმცა, მისი ყურადღების მიღმა არც საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები დარჩენილა.