საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ევროკავშირის პარლამენტების სპიკერების ყოველწლიურ კონფერენციაში მონაწილეობს.
ღონისძიებას ჩეხეთის დედაქალაქი მასპინძლობს. კონფერენციის მთავარი თემები ევროკავშირის გაფართოება და უკრაინის წინააღდეგ რუსეთის მიერ წარმოებული ომია. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ სიტყვით მიმართა კონფერენციის მონაწილეებს. ასევე დაგეგმილია შეხვედრები როგორც ღონისძიების მონაწილე პარლამენტების ხელმძღვანელებთან, ასევე ორმხრივი შეხვედრები ჩეხეთის რესპუბლიკის წარმომადგენლებთან.
ევროკავშირის პარლამენტების სპიკერების ყოველწლიურ კონფერენციას ნათია ქენქაძე აშუქებს.