საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ პრაღაში ვიზიტი დაიწყო. შალვა პაპუაშვილი მონაწილეობას მიიღებს ევროკავშირის პარლამენტების სპიკერების ყოველწლიურ კონფერენციაში. მთავარი თემა ევროკავშირის გაფართოების შესაძლებლობა და რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული ომია. დღესვე დაგეგმილია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სიტყვით გამოსვლა. ქართული დელეგაცია პირისპირ შეხვედრებსაც გამართავს.
ნათია ქენქაძე აშუქებს ვიზიტს.