ევროკავშირის მხარდაჭერით, საქართველოში ნარკოტიკების მოხმარების ზიანის შემცირებაზე ორიენტირებული ორი პროექტის განხორციელება დაიწყო. პროექტები გულისხმობს ნარკოტიკებთან დაკავშირებული კანონმდებლობისა და პოლიტიკის ცვლილების ადვოკატირებასა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების თემატური, ტექნიკური და ორგანიზაციული შესაძლებლობების განვითარებას, რაც ასევე ხელს შეუწყობს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმის წარმატებით შესრულებას. პროექტის განხორციელებაზე ღია საზოგადოების ფონდი ექვს პარტნიორ ორგანიზაციასთან ერთად, მომდევნო სამწლინახევრის განმავლობაში იმუშავებს.