ევროკავშირის მედიაცია პოლიტიკური დიალოგისთვის - შეხვედრა ოპოზიციასთან
პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავლის საკუთარი ხედვა დღის ბოლოს შვედ დიპლომატს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გააცნო.
შეხვედრას ესწრებოდნენ ბლოკ „ძალა ერთობაშიას“ წევრი პარტიებიც. შეთანხმების პერსპექტივის გასაჩენად პოლიტიკური ორგანიზაცია ნიკა მელიას და გიორგი რურუას გათავისუფლებას ითხოვს. ეს ის მოთხოვნაა, რომლის დაკმაყოფილების გარეშე მელიას გუნდი ნდობის აღდგენის შანსს ვერ ხედავს. „ნაციონალური მოძრაობიდან“ ხელისუფლებას ურჩევენ, მოლაპარაკებათა მაგიდასთან წითელი ხაზების გარეშე დაჯდეს და კონკრეტული ნაბიჯებიც გადადგას. თუმცა საინტერესოა, თავად რის დასათმობად არიან მზად და როგორ ესახებათ კომპრომისი, რომელიც ორივე მხარეზე თანაბრად ვრცელდება. როგორც განცხადებებით ირკვევა, ვადამდელი არჩევნები „ნაციონალური მოძრაობის“ ასევე მთავარ მოთხოვნად რჩება.