ევროკავშირის ლიდერთა გადაწყვეტილება - გამოხმაურება ქართულ პოლიტიკურ სპექტრში
ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველომ კანდიდატის სტატუსის ნაცვლად, ევროპული პერსპექტივა მიიღო. უკრაინასა და მოლდოვას კი განაცხადის შესაბამისად, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიენიჭა.
ქართულ პოლიტიკურ სპექტრში პოზიციები ამ საკითხთან დაკავშირებითაც ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება. ოპოზიცია ხელისუფლების დიდ მარცხზე და ისტორიული შანსის ხელიდან გაშვებაზე საუბრობს. მმართველ გუნდში კი მიაჩნიათ, რომ საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭებით ჩვენი ქვეყნისთვის ევროკავშირის კარი გაიხსნა.