ევროკავშირის ოფიციალური გადაწყვეტილების გამოცხადებამდე ერთ კვირაზე ნაკლები რჩება. მმართველ გუნდსა და ოპოზიციაში კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით პოზიტიური მოლოდინები აქვთ. მათი აზრით, ევროკომისიის პოზიცია არ შეიცვლება და საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს. ხელისუფლების ოპონენტების აზრით, დადებითი გადაწყვეტილება მხოლოდ საქართველოს მოსახლეობის დამსახურებაა. „ქართულ ოცნებაში“ კი ამბობენ, რომ ამ შედეგისთვის მმართველმა გუნდმა საზოგადოებასთან ერთად, ყველა საჭირო ნაბიჯი გადადგა. შეგახსენებთ, რომ ევროპულმა საბჭომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება, 14-15 დეკემბერს უნდა გამოაცხადოს.