ევროკავშირის პოლიტიკური გადაწყვეტილების გამოცხადებამდე ზუსტად ერთი კვირა რჩება. საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით პოზიტიური მოლოდინი აქვთ მმართველ გუნდში. განცხადება ამის შესახებ კიდევ ერთხელ გააკეთეს პარტიის ლიდერებმა, რომლებიც ოფიციალური ვიზიტით უნგრეთში იმყოფებოდნენ. კანდიდატის სტატუსზე საქართველოს უნგრეთის ხმა ექნება – ეს პირობა „ქართული ოცნების“ ლიდერებმა უნგრელი კოლეგებისგან პირადად მიიღეს.