მიიღებს თუ არა ქვეყანა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს – ოფიციალური გადაწყვეტილება კვირის ბოლოს გამოქვეყნდება. ოპოზიციის განცხადებით, არ არის გამორიცხული უნგრეთის პოზიციას საქართველოს მიმართ უარყოფითი გავლენა ჰქონდეს, თუმცა, იმედი აქვთ, რომ საბოლოო გადაწყვეტილება რეკომენდაციის შესაბამისად იქნება მიღებული.
მმართველ გუნდში საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით პოზიტიური მოლოდინი აქვთ. „ქართულ ოცნებაში“ დარწმუნებულები არიან, რომ ქვეყანა სტატუსს მიიღებს და ევროინტეგრაციის ახალ ეტაპზე გადავა.