მიიღებს თუ არა საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს. როგორია მოლოდინი ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში გამართული და მიმდინარე ვიზიტების შემდეგ. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ თუ გადაწყვეტილება 12 რეკომენდაციის შესრულების მიხედვით იქნება მიღებული, მაშინ საქართველოს სტატუსი მიენიჭება, რადგან ქვეყანა აღებულ ვალდებულებებს ასრულებს. თუმცა, მათივე თქმით, ბევრი რამ წლის ბოლოსთვის არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზეც იქნება დამოკიდებული.