ევროპარლამენტში ჩატარებული რეზონანსული არჩევნების შემდეგ ევროკავშირის წამყვანი პოსტების გადანაწილება იწყება.
ევროგაერთიანების ლიდერები აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებენ. თუმცა კანდიდატებზე ჯერ ვერ თანხმდებიან.
აზრთა სხვადასხვაობაა ევროკომისიის პრეზიდენტობის კანდიდატთა გარშემოც. უმაღლეს თანამდებობებზე კანდიდატურების შერჩევისას ევროკავშირი ბალანსირებას გენდერული, პოლიტიკური კუთვნილების და გეოგრაფიული ფაქტორების გათვალისწინებით ახდენს.
ბრიუსელში იმედი აქვთ, რომ ევროკომისიის პრეზიდენტობის კანდიდატზე კონკრეტულ წინადადებას 21 ივნისს დაგეგმილი სამიტისთვის მოამზადებენ.