ევროკავშირი გმობს პოლიტიკური აქტორებისა და ცალკეული მედიასაშუალებების მიერ საქართველოში გერმანიის ელჩის მისამართით თავდასხმებს. ეს თავდასხმები მას შემდეგ გააქტიურდა, რაც ჰუბერტ ქნირშმა განაცხადა, რომ 8 მარტის შეთანხმებაში გიორგი რურუას სახელი მოხსენიებული არ არის. ელჩის ამ განცხადებას ოპოზიციის მხრიდან მწვავე შეფასებები მოჰყვა და ქნირში „ქართული ოცნების“ პოლიტიკის მხარდაჭერაში დაადანაშაულეს. „ ევროპულ საქართველოში“ მათი ლიდერების მიერ აქამდე გაკეთებულ განცხადებებს, დღესაც იზიარებენ. „ქართული ოცნებისთვის“ კი კვლავაც მიუღებელია დიპლომატის მიმართ ასეთი აგრესია.
დღესვე, გერმანიის ელჩთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროც გამოეხმაურა. სალომე ქოქიაშვილი განავრცობს თემას.