ევროკავშირის განცხადება და შეფასებები 

ახალგორის ე.წ. გასასვლელის სასწრაფოდ გახსნას ამჯერად ევროკავშირიდან მოითხოვენ.

ორგანიზაციის საგარეო ქმედებათა სამსახური ბოლო პერიოდში ცხინვალის საოკუპაციო ხაზთან დაძაბულ ვითარებას სპეციალური განცხადებით ეხმაურება. ევროკავშირი დე-ფაქტო რეჟიმის ბოლოდროინდელი განცხადებებითაც შეშფოთებულია. სიტუაციის ესკალაციისთვის საჭირო სხვა მექანიზმებთან ერთად ორგანიზაცია ერგნეთის შეხვედრების გამართვასაც ითხოვს. თუმცა სწორედ საოკუპაციო რეჟიმის გამო ამ ფორმატის ბოლო რამდენიმე შეხვედრა ჩაიშალა. მინიშნებებია დე-ფაქტო ხელისუფლების მხრიდან ევროკავშირის მისიის საქმინობისთვის ხელის შეშლაზეც.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ საოკუპაციო ხაზთან ევროკავშირის სადამაკვირვებლო მისიის მონიტორები პატრულირების დროს დააკავეს.