ევროკავშირი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სექტემბერში ე. წ. „არჩევნების“ ჩატარების შესახებ რუსეთის განზრახვას გმობს. ამის შესახებ განცხადება ევროკომისიის საგარეო პოლიტიკის საკითხთა მთავარმა წარმომადგენელმა გააკეთა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მსგავსი განზრახვა გაერო-ს წესდების და უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის სერიოზული დარღვევაა. მისივე განცხადებით, ე. წ. „არჩევნების“ ორგანიზებაში ყველა ჩართული პირი, მათ შორის რუსეთის ფედერაციის პოლიტიკური ხელმძღვანელობა პასუხისგებაში მიეცემა.