ევროკავშირი ბელარუსში ჩატარებულ არჩევნებს არ აღიარებს.
განცხადება რამდენიმე წუთის წინ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა გააკეთა. ევროკავშირის გადაწყვეტილებით სანქციები დაუწესდება ძალადობასა და არჩევნების შედეგების გაყალბებაზე პასუხისმგებელ პირებს. ევროკავშირის ლიდერების ვიდეო კონფერენცია რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. საუბრის მთავარი თემა ბელარუსში არსებული ვითარება იყო.