ევროკავშირის გაფართოების პერსპექტივა - შეხვედრა ბერლინში

გეოპოლიტიკური მიზეზები თანაბრად მნიშვნელოვანია უკრაინის, მოლდოვის, საქართველოს და ბალკანეთის შემთხვევაში, გაწევრიანების პროცესი უნდა ვუზრუნველყოთ ისე, რომ მთელი თაობა არ დარჩეს ევროკავშირის მოსაცდელ ოთახში. ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბერლინში ევროკავშირის გაფართოების კონფერენციაზე განაცხადა. ანალენა ბერბოკის მიწვევით ღონისძიებაში მონაწილეობს ილია დარჩიაშვილი. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი პანელურ დისკუსიებში მონაწილეობს. გახსნით სიტყვაში გერმანიის პირველმა დიპლომატმა ყურადღება გაამახვილა როგორც ევროკავშირის გაფართოების, ისე რეფორმირების აუცილებლობაში. საკუთარ სიტყვაში მან რამდენჯერმე ახსენა საქართველო.