საგარეო, უსაფრთხოებისა და თავდაცვითი პოლიტიკის საკითხების შესახებ საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს ბუდაპეშტი. ევროკავშირის წევრი და კანდიდატი ქვეყნების ლიდერები ევროკავშირის გაფართოების საკითხებზე მსჯელობენ. კონფერენციაზე იმყოფება საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი, რომელმაც სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ გაფართოების მოლაპარაკებების დაწყების დაგვიანებამ, შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას ქვეყნის პროგრესს. საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე ისაუბრა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ. კონფერენცია ორდღიანია. ის ხვალ, 10 სექტემბერს დასრულდება.