ახალი წევრების ევროკავშირში გაწევრიანების მიზნობრივი თარიღის დადგენაზე მხარდაჭერას გამოხატავს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი. როგორც უკრაინული მედია წერს, ამის შესახებ ბორელმა ესპანეთში, საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ბორელმა არ დააკონკრეტა, ევროკავშირის რომელ ახალ ათ წევრს გულისხმობდა და მიუთითა, რომ ევროკავშირის გაფართოების „დროებით მიზანს“ შეუძლია, „ჩვენი და კანდიდატი ქვეყნების ენერგიის მობილიზება“.