როგორ შესრულდა ნოემბერში გაცემული ცხრა პუნქტიანი რეკომენდაციები და უნდა ელოდოს თუ არა კანდიდატის სტატუსის მქონე საქართველო წლის ბოლოს ევროკავშირის წევრობაზე მოლაპარაკებების გახსნას – თითქმის ერთი წლის შემდეგ ქვეყნდება გაფართოების ახალი ანგარიში. შეფასებები საქართველოსთან დაკავშირებით პოზიტიური არ არის. გაწერილია პირობები, რა შემთხვევაშიც საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობა ნორმალიზდება და გაწევრიანების შეჩერებული პროცესი აღდგება. სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვის და დისკრიმინაციის არგუმენტებით მოთხოვნილია უცხოური გავლენის გამჭვირვალობის და ოჯახური ღირებულებების და არასრულწლოვნების დაცვის კანონების გაუქმება. ანგარიშში ჩაიწერა, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში განვითარებული პროცესები ევროკავშირში გაწევრიანების მიზნებს აცდენილი იყო. ცხრა პუნქტიან რეკომენდაციაში ერთ-ერთი მთავარი პუნქტი იყო საპარლამენტო არჩევნები, რომელზეც დღეს ბრიუსელიდან ასევე კონკრეტული გზავნილები გაისმა.
ანა ბროლაძემ მოისმინა ჯოზეფ ბორელის და ოლივერ ვარჰეის განცხადებები ბრიუსელიდან.