დიდ ბრიტანეტთან გამომშვიდობების ფონზე ევროკავშირი ახალი წევრების მისაღებად ემზადება.
რიგში პირველები დასავლეთ ბალკანეთის რეგიონის ქვეყნები დგანან. დასავლეთ ბალკანეთისთვის ევროკომისიამ დღეს ევროკავშირის გაფართოების სტრატეგია გამოაქვეყნა. გეგმა ევროგაერთიანებაში რეგიონის ყველა ქვეყნის გაწევრიანებას ითვალისწინებს, თუმცა მათ შორის ორი სახელმწიფოს – სერბეთისა და მონტენეგროს ევროპული პერსპექტივა ყველაზე ნათელია – ისინი ორგანიზაციის წევრები შესაძლოა შვიდი წლის შემდეგ გახდნენ. მანამდე კი ბალკანეთის ქვეყნებს არაერთი პრობლემა აქვთ გადასაჭრელი.