ბრიუსელში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ორდღიანი სამუშაო ვიზიტი გრძელდება. ილია დარჩიაშვილი ევროკავშირის ზოგად საკითხთა საბჭოს არაფორმალურ მინისტერიალში მონაწილეობს. შეხვედრა პირველად იმართება ფორმატში, სადაც 27 წევრი ქვეყნის ევროპულ საქმეთა მინისტრები 9 კანდიდატი ქვეყნიდან დიპლომატებს მასპინძლობენ. ღონისძიება ევროკავშირის 2004 წლის დიდი გაფართოების 20 წლის იუბილეს აღსანიშნად იმართება და ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში მომავალი გაფართოების მნიშვნელობაზე მსჯელობენ.