ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა უკრაინისთვის მაკროფინანსური დახმარების ფარგლებში, მილიარდ 200 მილონი ევროს ოდენობით სესხის გამოყოფას. თანხას უკრაინა ორი ტრანშის სახით მიიღებს. ევროპარლამენტში აღნიშნავენ, რომ სესხის მიზანია, „სწრაფი მხარდაჭერა მწვავე კრიზისის ვითარებაში და ქვეყნის მედეგობის გაძლიერება“. თანხის ნახევარი, წინაპირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ გამოიყოფა და ის უკრაინაში სტაბილურობის გაძლიერებას მოხმარდება. ამასთან, თანხის გასაცემად, ქვეყანამ უნდა აჩვენოს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ შემუშავებული მაკროეკონომიკური პროგრამის განხორციელებაში პროგრესი.