ევროკავშირის 2022 წლის საინვესტიციო გეგმა, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის მიზნებს განსაზღვრავს, დღესაც შეფასების ერთ-ერთი მთავარი თემაა. ინიციატივას, რომელიც კოვიდპანდემიის უარყოფითი შედეგების აღმოფხვრისა და სოციალურ-ეკონომიკური გაჯანსაღებისთვის პარტნიორი ქვეყნებისთვის მნიშვნელოვანი დახმარების მობილიზებას ითვალისწინებს და მათ შორის 3,9 მილიარდი ევრო საქართველოსთვისაა გათვალისწინებული, უმნიშვნელოვანესს უწოდებენ თბილისში. ხელისუფლების განმარტებით, ეს არის ამბიციური გეგმა, რომელიც სრულ თანხვედრაშია საქართველოს პრიორიტეტებთან.