„არასამთავრობო ორგანიზაციები გადამწყვეტ როლს ასრულებენ ევროკავშირისა და საქართველოს საერთო ღირებულებების უზრუნველსაყოფად, როგორებიცაა დემოკრატია, თავისუფლება, კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები, მათ შორის უმცირესობათა უფლებები“, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, არასამთავრობო ორგანიზაციების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით განაცხადა. პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, საქართველო სარგებელს იღებს თავისი აქტიური სამოქალაქო საზოგადოებისგან. „ნება მიბოძეთ, კვლავ დავადასტურო ევროკავშირის ერთგულება, მხარი დაუჭიროს არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობას საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. “- განაცხადა ელჩმა.