„არჩევნები არის დემოკრატიის დღესასწაული. ხალხს ექნება უფლება და მოქალაქეობრივი ვალდებულება, წავიდეს არჩევნებზე და გამოხატოს საკუთარი მოსაზრება,“ – ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა ჟურნალისტებს განუცხადა. პაველ ჰერჩინსკიმ დღეს ევროკავშირის მხარდაჭერით, წინასაარჩევნო პერიოდში ჟურნალისტების უსაფრთხოებისა და საარჩევნო გარემოს შესახებ კვლევების პრეზენტაციაში მიიღო მონაწილეობა. როგორც ელჩმა აღნიშნა, თითოეული ქართველის გადასაწყვეტია, როგორი მომავალი სურთ საკუთარი ქვეყნისთვის.
ამასთან, მან საქართველოს მოქალაქეებს არჩევნებზე წასვლისკენ მოუწოდა. ასევე ელჩმა ისაუბრა მედიის როლზე და აღნიშნა, რომ თავისუფალი და დამოუკიდებელი მედია ნებისმიერი დემოკრატიის საყრდენია.