ევროკავშირის ელჩის განცხადება

საგამოძიებო კომისია არის ძლიერი ინსტრუმენტი არჩევნებზე აღმოჩენილ საკითხებთან დაკავშირებით პროგრესისა და ფართო გაგების მისაღწევად, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე განუცხადა. ჟურნალისტების შეკითხვაზე, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები არ აპირებენ კომისიის შემადგენლობაში შესვლას, ევროკავშირის ელჩმა განაცხადა, რომ სწორედ ამიტომ უსვამს პარლამენტში ოპოზიციის მუშაობის მნიშვნელობას ხაზს, რომ მათ მონაწილეობა მიიღონ კომისიის საქმიანობაში.

მოამბე