საქართველოში ევროკავშირის ელჩი დემოკრატიის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. პაველ ჰერჩინსკი ამბობს, რომ ევროკავშირი აქტიურად იცავს დემოკრატიას, როგორც მის საზღვრებში, ასევე საზღვრებს გარეთაც და საქართველოს დემოკრატიის განმტკიცებაში ათწლეულების მანძილზე ეხმარება. დიპლომატის შეფასებით, დემოკრატიას დღეს საფრთხე ბევრი მიმართულებით ემუქრება. ამასთან ჰერჩინსკიმ არჩევნების მნიშვნელობაზეც ისაუბრა და განმარტა, რომ ხმის მიცემა მოქალაქეების კონსტიტუციური უფლება და სამოქალაქო მოვალეობაა.