საქართველოსთან ურთიერთობაში ურთულეს პერიოდს გავდივართ, – აცხადებს ევროკავშირის ელჩი. პაველ ჰერჩინსკის თქმით, ევროკავშირში ინტეგრაციას სჭირდება ერთსულოვნება და რამდენიმე ლიდერმა საჯაროდ განაცხადა, რომ საქართველოსთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების წინააღმდეგი იქნებიან. მისივე განცხადებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საპასუხოდ რა ზომები იქნება მიღებული მოლაპარაკებების გახსნის ჭრილში, მომდევნო კვირაში გამოჩნდება.
ევროკავშირის ელჩის განცხადება – გამოხმაურება პოლიტიკურ სპექტრში