ევროკავშირის ელჩის განცხადება

„კანდიდატის სტატუსის მინიჭება არ არის საბოლოო, ეს იმ რთული სამუშაოს მხოლოდ დასაწყისია, რომელიც საქართველოს ევროკავშირის წევრობისთვის სჭირდება“, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა. ჰერჩინსკი იმედოვნებს, რომ ცხრა ნაბიჯთან დაკავშირებით მუშაობა დაჩქარდება და იქნება ინკლუზიური.