საქართველო მიიღებს სტატუსს, დარჩენილი დრო გამოყენებული უნდა იყოს მაქსიმალური პროგრესისთვის, – აცხადებს ევროკავშირის ელჩი. პაველ ჰერჩინსკის თქმით, წლის ბოლოს 27 წევრი ქვეყნის ლიდერი უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე გამართავს შეხვედრას და მიიღებს გადაწყვეტილებას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოდან კარგი ამბები მოდიოდეს რეკომენდაციების აღსრულების მიმართულებით, – აღნიშნავს დიპლომატი.