კახეთში ორდღიანი ვიზიტით ევროკავშირის ელჩი იმყოფება.
კარლ ჰარცელი დედოფლისწყაროში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს შეხვდა. დისკუსია გაიმართა ადგილობრივი მუნიციპალიტეტის განვითარების ჯგუფის წარმომადგენლებთან. მოინახულეს რამდნიმე საწარმო, რომლებიც ევროკავშირის მხარდაჭერით შეიქმნა. ელჩი და მინისტრი დედოფლისწყაროს ბიოსფერულ რეზერვატში იმყოფებოდნენ. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, ბიოსფერული რეზერვატების სწორი მართვით, ადგილობრივი მოსახლეობა განსაკუთრებულ სარგებელს იღებს. ეკოლოგიურად სუფთა გარემოში წარმოებულ აგროპროდუქციაზე კი, მსოფლიოში მოთხოვნა მკვეთრად მზარდია.