ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის 3,4 მილიარდი ევროს გამოყოფა კიდევ ერთი დადასტურებაა, რომ საქართველო არის ევროკავშირის საიმედო პარტნიორი, – ამბობს პრემიერ მინისტრი.
თანხა რამდენიმე ათეულ ინფრასტრუქტურულ პროექტს მოხმარდება. პრემიერ-მინისტრის თქმით, საკითხზე 21 ნოემბერს გაიმართა პირდაპირი შეხვედრები და კომუნიკაცია ევროკომისრებთან, სადაც ევროკავშირმა საქართველოს, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების სიიდან ერთადერთ ქვეყანას, შესთავაზა აღნიშნული ფორმატი. თანხის ინვესტირება ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სფეროში მოხდება. გარდა ამისა, ცნობილი ხდება, რომ მთავრობის რეფორმების მხარდასაჭერად ევროკავშირმა საქართველოს დამატებით 110 მილიონი ლარის დაფინანსება გამოუყო.