თბილისში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის შემაჯამებელი კონფერენცია და გამოფენა გაიმართა.
პროექტი „სამოქალაქო საზოგადოება მცირე და საშუალო ბიზნესის და ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის მხარდასაჭერად“ მცირე მეწარმეების წახალისებას გულისხმობს.
გამოფენაზე საქართველოს 5 რეგიონიდან 34-მა წარმომადგენელმა საკუთარი პროდუქცია წარადგინა.