ევროკავშირის ანგარიში

სხვადასხვანაირად წაკითხული ანგარიში, რომელსაც ევროკავშირი საქართველოს შესახებ აქვეყნებს, პოლიტიკურ წრეებში ამჯერად დავის საგანი ის დოკუმენტი ხდება, სადაც ბრიუსელი მსოფლიოში ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის კუთხით არსებულ მდგომარეობას აფასებს. პოზიტიურ შეფასებებთან ერთად არის შენიშვნებიც. ევროკავშირი ჩვენს ქვეყანაში ადამიანის უფლებათა მყარ სისტემაზე მიუთითებს, თუმცა შესაბამისი კანონების აღსრულების მხრივ გააქტიურებას ითხოვს.

სასამართლო რეფორმები, კორუფცია, სახელმწიფო ინსტიტუტების დამოუკიდებლობა – აქცენტია გაკეთებული ამ სფეროების დამოუკიდებლობის გასაძლიერებლად შემდგომ ძალისხმევაზე. სწორედ ან ნაწილზე მიუთითებს ოპოზიცია კრიტიკის დროს, გასხვავებით მმართველი გუნდისგან, რომელიც ოპონენტებს ახსენებს, რომ საანგარიშო პერიოდის, ანუ 2022 წლის შემდგომ მართლმსაჯულების სფეროში არაერთი ცვლილება მომზადდა.