ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის მინისტრები განცხადებას ავრცელებენ. „ამ რთულ დროს ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით. მნიშვნელოვანია, რომ აქციები და მთავრობის რეაქცია მათზე დარჩეს მშვიდობიანი“ – ამის შესახებ მინისტრების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. აგრეთვე, ნათქვამია, რომ მინისტრები გმობენ ყველა იმ ქმედებას, რაც თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების საერთაშორისო სტანდარტებს ხელყოფს. განცხადებაზე ხელმომწერი მინისტრები საქართველოში ვიქტორ ორბანის ვიზიტს აკრიტიკებენ და აღნიშნულს ნაადრევს უწოდებენ – ხაზს უსვამენ, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ევროკავშირის სახელით არ საუბრობს. განცხადების ხელმომწერებს შორის არიან: ჩეხეთისა და დანიის ევროპულ საქმეთა მინისტრები, ევროპისა და კლიმატის საკითხებში გერმანიის სახელმწიფო მინისტრი, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი და შვედეთის ევროკავშირის საკითხთა მინისტრი.