რა ეტაპზეა ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულების საკითხი – „რეფორმების ასოციაციამ“ პრეზენტაცია წარადგინა. ანგარიშში ხაზგასმულია, თუ რა გამოწვევები არსებობს ქვეყანაში ევროკავშირის მოთხოვნების შესრულების კუთხით. როგორია მოლოდინები და მესამე სექტორის ხედვა.
საქართველოს რეფორმების ასოციაციის მიერ მომზადებული დოკუმენტის თანახმად, ჯერაც შეუსრულებელია პოლიტიკური პოლარიზაციის, სახალხო დამცველის, დეოლიგარქიზაციის, დამოუკიდებელი მედიაგარემოსა და მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა.