საქართველოს ევროკავშირიდან სავიზო შეზღუდვები არ ემუქრება.
გამოცემა „ევროობზერვერში“ გავრცელებული ინფორმაცია ყალბი ამბავი აღმოჩნდა. მითითებული გამოცემა წერს, რომ ოფიციალური ბერლინი საქართველოსთვის, უკრაინისა და ბალკანეთის ქვეყნებისთვის უვიზო მიმოსვლის გაუქმებას ითხოვს, ევროკავშირი კი შესაძლო შეზღუდვების განხილვას 13 ოქტომბერს გეგმავს. არგუმენტად ამ ქვეყნებიდან თავშესაფრის მაძიებელთა გაზრდილი რაოდენობა სახელდება. ინფორმაციას არ ადასტურებს გერმანიის პრეზიდენტი, რომელიც „ევროობზერვერს“ კიშინიოვიდან გამოეხმაურა. გავრცელებულ ცნობას კატეგორიულად უარყოფს საქართველოს პირველი დიპლომატიც, რომელიც ხაზს უსვამს, რომ 2017 წელს მოპოვებულ ვიზალიბერალიზაციას შეჩერების არცერთი მექანიზმი არ ემუქრება. ამ განმარტებამდე საკითხი ქართულ პოლიტიკურ სპექტრში აქტიური განხილვის თემად იქცა.