ევროკავშირი საქართველოს 6 მლნ ევროს ოდენობის გრანტს გამოუყოფს

ევროკავშირი საქართველოს 6 მილიონი ევროს ოდენობის გრანტს გამოუყოფს.

თანხა სატრანსპორტო კომუნიკაციის პროექტის ფარგლებში ტექნიკურ დახმარებას მოხმარდება.

დოკუმენტს დღეს ინფრასტრუქტურის სამინისტროში მოეწერა ხელი.

ევროკავშირი, ევროპის საინვესტიციო ბანკის მეშვეობით საქართველოში უმსხვილეს ინფრასტრუქტურულ პროექტებს აფინანსებს. ავტობანის სამი საკვანძო მონაკვეთისთვის იგეგმება 500 მილიონი ევროს გამოყოფა.