ევროკავშირი რუსეთის მიერ გავრცელებული ყალბი ინფორმაციის წინააღმდეგ დაარსებული ჯგუფის ბიუჯეტში 3 მილიონ 300 ათას ევროს გადარიცხავს
ევროკავშირი რუსეთის მიერ გავრცელებული ყალბი ინფორმაციის წინააღმდეგ დაარსებული ჯგუფის ბიუჯეტში სამ წელზე გაწერილ 3 მილიონ 300 ათას ევროს გადარიცხავს.
სტრატეგიული დაგეგმვის სამუშაო ჯგუფი 2015 წელს რუსეთის მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციასთან, ასევე ყალბ ახალ ამბებთან ბრძოლის მიზნით შეიქმნა. ამ დრომდე ზემოთ ხსენებული ჯგუფი ევროკავშირის საერთო ბიუჯეტიდან ფინანსდებოდა, 2018 წლიდან კი დეზინფორმაციასთან საბრძოლველად ცალკე ბიუჯეტი გამოიყო.
ჯგუფი 30 სხვადასხვა ქვეყნის 400-მდე წარმომადგენელს აერთიანებს. მათ შორის არიან ანალიტიკოსები, ჟურნალისტები და არაერთი საჯარო მოხელე.
ჯგუფი ძირითადად აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში იმუშავებს, სადაც რუსული პროპაგანდა უფრო ძლიერია, ვიდრე დასავლეთ ევროპაში.